logo_geo
eng_logo
ენტონი ბლინკენი პალესტინის პრეზიდენტს შეხვდა
- +

17 ოქტომბერი. 2023. 20:05

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს იორდანიაში შეხვდა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

 

 

ტელეარხის ცნობით, სახელმწიფო დეპარტამენტში განმარტეს, რომ ბლინკენმა აბასს „დასავლეთ ნაპირზე სტაბილურობის შენარჩუნება“ სთხოვა. აბასმა კი აღნიშნა, რომ წინააღმდეგი იქნება, თუ პალესტინელებს ღაზას დაატოვებინებენ.

 

 

ბლინკენი და აბასი ბოლო კვირის განმავლობაში ერთმანეთს უკვე მეორედ შეხვდნენ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner