ტელეკომპანია NBC-ს ცნობით, „ჰამასის“ წარმომადგენელმა კომპანიის ჟურნალისტს რიჩარდ ენგელს აცნობა, რომ ტერორისტული ორგანიზაცია მზად არის მძევლად აყვანილი მშვიდობიანი მოქალაქეები ერთი საათის განმავლობაში გაათავისუფლოს, თუ ისრაელი ღაზის დაბომბვას შეწყვეტს.
ტელეკომპანიის ცნობით, „ჰამასის“ წარმომადგენელი აცხადებს, რომ ახლა სექტორში მძევლების გათავისუფლებისთვის უსაფრთხო ადგილი არ არის. ის ასევე ამბობს, რომ სანაცვლოდ ისრაელმა თავის ციხეებში მყოფი ყველა პალესტინელი უნდა გაათავისუფლოს. მისივე თქმით, აშშ და ისრაელი მათი წინაპირობის შესახებ ინფორმირებულები არიან.