გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა თელ-ავივში ვიზიტს „რთულ დროს მეგობრებთან ვიზიტი“ უწოდა და ისრაელი გერმანიის მხარდაჭერაში დაარწმუნა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
გამოცემის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება შოლცმა ისრაელის პრემიერთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„როგორც გასულ კვირას პარლამენტში ვთქვით, ამ რთულ დროს გერმანია მხოლოდ ერთ ადგილას შეიძლება იყოს - ისრაელის გვერდით. ჩემთვის მნიშვნელოვანია ვთქვა ეს აქ, ისრაელში, ამ რთულ დროს: გერმანიის ისტორიის, ჰოლოკოსტში ჩვენი პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, ჩვენი მოვალეობაა ვიდგეთ ისრაელის სახელმწიფოს არსებობის მხარეს“ - განაცხადა შოლცმა.
„მსოფლიო ნაცისტების დასამარცხებლად გაერთიანდა, „ისლამური სახელმწიფოს“ დასამარცხებლად გაერთიანდა და ახლაც უნდა გაერთიანდეთ და ისრაელის გვერდით დადგეს „ჰამასის“ დასამარცხებლად“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.