logo_geo
eng_logo
ღაზის სექტორში, საავადმყოფოში მომხდარი აფეთქების შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტი ისრაელს აკრიტიკებს
- +

18 ოქტომბერი. 2023. 00:12

თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი, ისრაელს ღაზაში საავადმყოფოზე თავდასხმის გამო აკრიტიკებს.

 

 

"მოვუწოდებ მთელ კაცობრიობას, მიიღოს ზომები, რათა შეაჩეროს ისრაელის უპრეცედენტო სისასტიკე ღაზაში.

 

 

საავადმყოფოზე დარტყმა, სადაც ქალები, ბავშვები და უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეები არიან, ისრაელის თავდასხმების უახლესი მაგალითია, რომელიც მოკლებულია ფუნდამენტურ ადამიანურ ღირებულებებს," -  განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. 

 

 

ღაზას სექტორში, ალ-აჰლის ბაპტისტურ საავადმყოფოში აფეთქების შედეგად, წინასწარი მონაცემებით 200-დან 500 ადამიანამდე დაიღუპა 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

 

 

"ჰამასი" საავადმყოფოზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობას ისრაელს აკისრებს. თავის მხრივ, ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა, IDF ჯერ ინფორმაციის გადამოწმებისა და განხილვის პროცესშია და შესაძლოა ღაზის სექტორში ჰოსპიტალს "ჰამასის" მიერ წარუმატებლად გაშვებული რაკეტა მოხვდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner