ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს სპიკერის განცხადებით, "IDF" (ისრაელის თავდაცვის ძალები) საავადმყოფოებს არ უმიზნებს". ამ განცხადებით ისრაელი ღაზის სექტორში, ალ-ჰალის ბატისპტურ საავადმოფოში მომხდარ აფეთქებას გამოეხმაურა, რასაც 200-დან 500-მდე ადამიანი ემსხვერპლა. "ჰამასი" თავის მხრივ მომხდარში ისრაელს ადანაშაულებს.
"ჩვენ მხოლოდ ჰამასის ციხესიმაგრეებს, იარაღის საწყობებს და ტერორისტულ ობიექტებს ვუმიზნებთ" - განაცხადა ნეთანიაჰუს სპიკერმა.