logo_geo
eng_logo
კულტურის სამინისტრომ 12 მუსიკალურ ორგანიზაციას 65 ახალი მუსიკალური ინსტრუმენტის შეძენა დაუფინანსა
- +

18 ოქტომბერი. 2023. 00:09

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, აქტიურად გრძელდება თბილისსა და რეგიონებში მოქმედი მუსიკალური ორგანიზაციებისთვის მუსიკალური ინსტრუმენტების განახლება, რაც გასული საუკუნის 70-იანი წლების შემდეგ არ მომხდარა. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ამჯერად სამინისტრომ კონკურსის - „სამუსიკო სასწავლებლებში ინსტრუმენტების განახლება“ - ფარგლებში თბილისსა და რეგიონებში მოქმედ 12 მუსიკალურ ორგანიზაციას მუსიკალური ინსტრუმენტების განახლება დაუფინანსა.

 

 

სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსისათვის გამოყოფილი 300 000 ლარით, ახალი მუსიკალური ინსტრუმენტებით აღიჭურვება ხუთი ორგანიზაცია, ნაწილობრივ დაფინანსდა შვიდი სასწავლებელი.

 

 

„მუსიკალური ინსტრუმენტების განახლება სრულად დაუფინანსდა: ა(ა)იპ სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების ნიკო სულხანიშვილის სახელობის თელავის №1 სამუსიკო სკოლას; ა(ა)იპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლების გაერთიანებას; ა(ა)იპ ქ. თბილისის მერიის ა. მიზანდარის სახელობის №1 ხელოვნების სკოლას; ა(ა)იპ ახალგორის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლას; ა(ა)იპ ქარელის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების დაწესებულებების გაერთიანებას.

 

 

ინსტრუმენტები ნაწილობრივ განახლდება შემდეგ მუსიკალურ სასწავლებლებში: ა(ა)იპ სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების თელავის #2 სამუსიკო სკოლა; ა(ა)იპ მარტვილის მუნიციპალიტეტის ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის სამუსიკო სკოლა; სსიპ სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება - ქ. რუსთავის სამუსიკო სასწავლებელი; ა(ა)იპ ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანება; ა(ა)იპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ხელოვნების სკოლა; ა(ა)იპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლების გაერთიანება; ა(ა)იპ ახმეტის მუნიციპალიტეტის ბესიკ მამიაურის სახელობის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახელოვნებო, შემეცნებითი და სამუსიკო სკოლების გაერთიანება.

 

 

მიღებული დაფინანსებით ორგანიზაციები შეიძენენ 65 მუსიკალურ ინსტრუმენტს, კერძოდ: როიალი (6 ცალი), ფორტეპიანო (17 ცალი), ელექტროფორტეპიანო (1 ცალი), გიტარა (3 ცალი), ვიოლინო (12 ცალი), ფლეიტა (6 ცალი), ფანდური (9 ცალი), სალამური (4 ცალი), ჩონგური (5 ცალი), საქსოფონი (1 ცალი), კლარნეტი (1 ცალი).

 

 

როგორც ცნობილია, კულტურის სამინისტროს ინიციატივით, სამინისტროს მიერ 2022 წელს გამოყოფილი 400 000 ლარით, საქართველოს შვიდ რეგიონში, 11 მუსიკალურ გაერთიანებაში შემავალი 19 სამუსიკო სკოლისთვის შეიძინეს 83 ინსტრუმენტი. ხოლო 2021 წელს, ამავე კონკურსის ფარგლებში გამოყოფილი 700 000 ლარით, ექვს რეგიონში, დაფინანსდა 13 ორგანიზაცია და შეიძინეს 160 ახალი ინსტრუმენტი. შედეგად - გასული საუკუნის 70-იანი წლების შემდეგ პირველად - კულტურის სამინისტრომ 13 სამუსიკო სასწავლებელს ინსტრუმენტების შეძენა დაუფინანსა, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან სასწავლებლები მუსიკალური ინსტრუმენტების მწვავე დეფიციტს განიცდიან, რაც, ცხადია, სასწავლო პროცესში სერიოზულ პრობლემებს ქმნის.

 

 

მიმდინარე წელს კონკურსში - „სამუსიკო სასწავლებლებში ინსტრუმენტების განახლება“ - მონაწილეობა მიიღო 31-მა განმცხადებელმა“, - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner