უნგრეთის საგარეო ურთიერთობათა და ვაჭრობის მინისტრის პიტერ სიიარტოს განცხადებით, ახლა ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობა მხარს არ უჭერს კავშირის გაფართოებას და მუდმივად ასახელებენ რაიმე ხელისშემშლელ გარემოებას, რაიმე შეშფოთებას, კითხვებს, სუბიექტურ კრიტერიუმებს.
მისი თქმით, აქ მთავარი მიზეზი არის დებატები ევროკავშირის მომავლის შესახებ.
„ჩვენ გვაქვს ორი მთავარი მიდგომა – ერთი ფედერალისტური მიმართულება, რომლის მიზანი ევროპის გაერთიანებული შტატების შექმნაა, სადაც მეტი კომპეტენცია ექნება ბრიუსელს და წევრ ქვეყნებს ნაკლები. მეორე არის სუვერენული მიდგომა. ჩვენ ამ მიდგომას ვემხრობით. ჩვენ გვჭირდება უფრო ძლიერი ევროკავშირი, მაგრამ ევროკავშირი იქნება ძლიერი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი წევრი ქვეყნები არიან ძლიერი, თუკი ისინი იცავენ ეროვნულ მემკვიდრეობას, იდენტობას, სპეციფიკას, რელიგიას, კულტურას“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ გიორგი გვიმრაძისთვის მიცემულ ინტერვიუში.