„ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტას სოციალურ ქსელში აფასებს.
ქადაგიძის თქმით, ფარცხალაძისთვის არც მოქალაქეობის სასწრაფოდ შეწყვეტას და არც გადავადებას ჰქონია სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან, სალომე ზურაბიშვილის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები „გლობალური ომის პარტიის“ დაკვეთებს ეფუძნება.
„“გიჟი ქალაქს მიდიოდაო”… ასეა, ზურაბიშვილის საქმე. ჯერ იყო და სასწრაფოდ უნდა შევუწყვიტოო, მერე - ჯერ არაო და ახლა შეუწყვეტია…
სისულელეში ბადალი არ ჰყავს, თუმცა არც იმდენად, რომ სისულელეს დაჰბრალდეს… სამწუხარო რეალობა ისაა, რომ არც სასწრაფო შეწყვეტასა და არც გადავადებას ჰქონია სამართლებრივი საფუძველი. ერთადერთი, რასაც სალომე ზურაბიშვილის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები ეფუძნება, მხოლოდ პოლიტიკური ინსინუაციები და კონსტიტუციის შებღალვის ხარჯზე, გლობალური ომის პარტიის დაკვეთებია!”, - წერს ზურაბ ქადაგიძე.