logo_geo
eng_logo
დღეს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს შენობაში შესვლა ეზღუდებათ
- +

18 ოქტომბერი. 2023. 09:36

 

 

დღეს, საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს შენობაში შესვლა ეზღუდებათ, - ამის შესახებ საკანონმდებლო ორგანოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

 

„მიმდინარე წლის 18 ოქტომბერს „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა.

 

შეზღუდვა არ შეეხება მედია საშუალებების წარმომადგენლებს.

 

აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა“, - წერია განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner