„ჩვენმა საზოგადოებრივმა მოძრაობამ „ხალხის ძალა“ იფიქრა და წაიმუშავა კიდეც, თუნდაც ჩვენთან საქართველოში მოქმედ მაუწყებლობის შესახებ კანონში შევიტანოთ შესწორება, რომელიც ამ დეზინფორმაციას, ფეიკის გავრცელებას დასჯადს გახდიდა“, - ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ წევრო დავით ქართველიშვილმა გადაცემაში „უცნობის კიდობანი“ ისაუბრა.
ქართველიშვილის თქმით, გლობალური ომის პარტიამ, ლიბერალურ-ფაშიზმზე აღმოცენებულმა გაუკუღმართებულმა იდეოლოგიამ, სიმართლესა და საზოგადოებას შორის ისეთი კედელი აღმართა, ამის დანგრევა არის აუცილებელი.
„საქმე გვაქვს ბრძოლასთან წესების გარეშე, საქმე გვაქვს ტოტალურ დაუსჯელობის სინდრომთან, რომელიც შეადგენს დღევანდელი ე.წ. მართლწესრიგის ღერძს და ჩამოყალიბებულია ამ ლიბერალური ფაშიზმის იდეოლოგების მიერ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, თანდათანობით პიკს, რომ მიაღწია ჩვენ თვალწინ. ყველაფერმა დაკარგა თავისი ადგილი და დანიშნულება. დაკარგა გაეროს წესდებამ თავისი ადგილი და უშიშროების საბჭომ, ასევე, დაკარგა სხვადასხვა კონვენციებმა. კონვენციებმა, რომლებიც იცავენ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, რომლებიც აწესებენ შეზღუდვებს, იგივე შეიარაღების გამოყენების თვალსაზრისით, რა შეიძლება გამოიყენო ომის დროს მშვიდობიან მოსახლეობასთან მიმართებით და რა არ შეიძლება გამოიყენო. ამას აღარავინ, არაფერს აღარ უყურებს, მიდის ხმარებაში კასეტური ბომბები და ა.შ. მედიაც არის აბსოლუტურად დაუსჯელობის სინდრომით შეპყრობილი და არ აქვს მნიშვნელობა ეს CNN იქნება, BBC, თუ მალაიზიის საღამოს ამბები. შეიძლება მალაიზიაში უფრო ექცევა ამ ყველაფერს ყურადღება, ვიდრე იქ.
საუბარი მიდის იმ საომარი მოქმედებების არეალზე, რომელიც განლაგებულია, ჯერ კიდევ ძველი აღთქმისეული კანონებით მცხოვრებ ორ ერს შორის, სადაც „კბილი კბილის წილ და თვალი თვალის წილ“ საკანონმდებლო დონეზე მოქმედებს. ერთმა ჟურნალისტმა თქვა, რომ ასეთი სისასტიკე იქნა ბავშვების მიმართ გამოყენებული, ვინ იცის, დათვალა ვინმემ, ამ სისასტიკეს რამდენი საპასუხო ბავშვი შეეწირა? მარტო ბოდიში ამას ყოფნის? ჩვენმა საზოგადოებრივმა მოძრაობამ „ხალხის ძალა“ იფიქრა და წაიმუშავა კიდეც, თუნდაც ჩვენთან საქართველოში მოქმედ მაუწყებლობის შესახებ კანონში შევიტანოთ შესწორება, რომელიც ამ დეზინფორმაციას, ფეიკის გავრცელებას დასჯადს გახდიდა. ჟურნალისტს მაინც შეეზღუდოს, როგორც მინიმუმ, თავისი პროფესიონალი საქმიანობა, ან სამუდამოდ, ან გარკვეული პერიოდის განმავლობაში. იმ ტელევიზიას, რომელმაც მსგავს რაღაცას შეუწყო ხელი, დროებით ლიცენზია შეუჩერდეს, რაღაც დასჯადი უნდა იყოს. ჩვენ წარმოვიდგინეთ ამაზე რა ატყდებოდა იმიტომ, რომ ყველაფერს ზღუდავენ, რაც ამათ დაუსჯელობის პრეზუმფციას ურტყამს პირდაპირ, თუ ირიბად, რაც ემსახურება სიმართლეს. აი ამ გლობალური ომის პარტიამ, ლიბერალურ-ფაშიზმზე აღმოცენებულმა ამ სივერაგემ და გაუკუღმართებულმა იდეოლოგიამ, სიმართლესა და საზოგადოებას შორის ისეთი კედელი აღმართა, რომლის ნგრევა გვიწევს არა მხოლოდ საქართველოში, მსოფლიოს ბევრ კუთხეში, მაგრამ ამას მოყვება ამათი მხრიდან ძალიან სერიოზული წინააღმდეგობა იმიტომ, რომ მათ ეს არ აწყობთ. უკრაინაში ხდებოდა მსგავსი ამბების ტირაჟირება, რაც გაუგონარ სისასტიკესთან იყო გაიგივებული. თუ გახსოვთ, ბუჩაში ჩასული იყო არაერთი დელეგაცია, არის ორმაგი დამოკიდებულება ბუჩას ტრაგედიასთან, ან ინსცენირებული იყო, ან არ იყო. დღესაც რომ ამისთანა ამბებს იგებ, რა თქმა უნდა, გებადება ეჭვი, იქაც ხომ არ ჰქონდა ადგილი ჟურნალისტურ შეცდომას, ან ინსცენირებას. ყოველ შემთხვევაში, ეჭვის საბაბი გიჩნდება. ამას არეგულირებს კანონი, მაგრამ ამათ ხელში კონვენციებს, თამაშის წესებს, არაფერს არ ხდიან ყურადღების ღირსად. როგორ გინდა პატარა საქართველოში, ვთქვათ, FARA-ს მსგავსი კანონი შემოიღო, ან მაუწყებლობის მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილება შეიტანო, რომ არ ატყდეს კონტრრევოლუცია - რუსული კანონი, რუსული სტიგმა და რაღაც საშინელება.
ჩვენ ვართ ომში, კი ბატონო, ჭურვები არ გვაქვს, კასეტური ბომბები არ ცვივა მადლობა ღმერთს, მაგრამ ყოველდღიურ, ფსიქოლოგიურ, საინფორმაციო, ჰიბრიდულ ომში ვართ ჩართულები და ვიცავთ ჩვენს ქვეყანაში ამ მავნებლებისგან ჩვენს მშვიდობას, სტაბილურობას. ჩვენი შვილების, შვილიშვილების მომავალს ვიცავთ კბილებით და ყოველდღიურად გვიწევს მსგავს რამეებთან გამკლავება“, - განაცხადა ქართველიშვილმა.