logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოზე: ვის ხელში არის ის ინსტიტუცია, რომელიც იშვიათად ჩნდება პოლიტიკურ პლატფორმაზე, მაგრამ როდესაც ჩნდება და უმნიშვნელოვანესი საკითხი უნდა გადაწყვიტოს
- +

18 ოქტომბერი. 2023. 11:21

 

 

აუცილებელია, საზოგადოებამ გაიგოს კონკრეტულად რა იყო ის ჩანაწერი, ის განსხვავებული მოსაზრება, რადგან ჩვენ უნდა გვწამდეს და გვჯეროდეს - ჩვენ ერთნაირად გვესმის ქვეყნის კონსტიტუცია და მისი დარღვევა, თუ აქაც რაღაც ვარიანტებია?” - ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა დავით ქართველიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს იმ სამ მოსამართლეზე საუბრისას განაცხადა, რომლებმაც საქართველოს პრეზიდენტის საქმეზე განსხვავებული პოზიცია დაიკავეს.

 

ქართველიშვილის თქმით, ამ ადამიანებმა ან უნდა დაარწმუნონ საზოგადოება თავიანთი პოზიციის სისქორეში, ან დატოვონ თანამდებობები.

 

ამ მოსამართლეების განსხვავებული აზრის შესახებ ინფორმაცია მოსალოდნელიც იყო, მაგრამ თვალწინ სულ მქონდა კინოშედევრი მოსამართლეებით - “ეკუთვნის, მაგრამ არ ეკუთვნისო”, გენიალური პასუხით - “აფრენთ ხოლმე? დიახ, ვაფრენთო”. აქედან სხვა რა დასკვნა უნდა გამოიტანო, გარდა სერიოზული შიშის - ვის ხელში არის ის ინსტიტუცია, რომელიც იშვიათად ჩნდება პოლიტიკურ პლატფორმაზე და ორბიტაზე, მაგრამ როდესაც ჩნდება და უმნიშვნელოვანესი საკითხი უნდა გადაწყვიტოს, ვინ წყვეტს ამ საკითხს? გებადება სულ რაღაც ორი ვარიანტი, მესამეს უბრალოდ ვერ ვპოულობ. ან პოლიტიზებულები არიან და მაშინ ცალკე საშიშროებაა, რადგან არ შეიძლება არათუ საკონსტიტუციო სასამართლოს, არამედ სისხლის სამართლის, ან სამოქალაქო კოლეგიის მოსამართლე იყოს პოლიტიზებული. მეორე კი მთლად უბედურებაა, თუკი ხარ არაკომპეტენტური შენს საქმიანობაში. ორივე ერთად თუ ხარ (ამასობაში, მესამე ვარიანტიც გამოვნახე), ეს ხომ მთლად უბედურებაა. ამიტომ აუცილებელია, საზოგადოებამ გაიგოს კონკრეტულად რა იყო ის ჩანაწერი, ის განსხვავებული მოსაზრება, რადგან ჩვენ უნდა გვწამდეს და გვჯეროდეს - ჩვენ ერთნაირად გვესმის ქვეყნის კონსტიტუცია და მისი დარღვევა, თუ აქაც რაღაც ვარიანტებია?

 

თუ ისინი ჩვენ დაგვარწმუნებენ (რაშიც ძალიან მეპარება ეჭვი), რომ კონსტიტუცია არასრულყოფილია იმაში, რაშიც მათ აქვთ განსაკუთრებული აზრი, მაშინ პარლამენტმა უნდა იმუშაოს ამ ხარვეზების დახვეწის კუთხით, მაგრამ თუ ჩვენ დავრწმუნდებით, რომ ესენი არიან პოლიტიზირებული და არაკმპეტენტურები, მაშინ ვიღაცამ უნდა დატოვოს ის თბილი, რბილი, მაღალანაზღაურებადი ადგილი, სადაც მისი ადგილი უბრალოდ არ არის. ერთხელ და სამუდამოდ, უნდა შედგეს იმპიჩმენტი, თუნდაც აი რაღაც ამ ინსტიტუციონალურ დონეზე, პატარა იმპიჩმენტი,” - განაცხადა ქართველიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner