logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: პრეზიდენტმა დაადასტურა მხარდაჭერა რადიკალური გეგმებისთვის, რომლის რისკის აღკვეთის მიზანს ისახავდა საკანონმდებლო ინიციატივა
- +

18 ოქტომბერი. 2023. 11:40

 

 

"პრეზიდენტმა დაადასტურა მხარდაჭერა რადიკალური გეგმებისთვის, რომლის რისკის აღკვეთის მიზანს ისახავდა საკანონმდებლო ინიციატივა" - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

 

იმპიჩმენტთან დაკავშირებით მოსვლამდე ერთი დღით ადრე როდესაც გააკეთა ეს ყველაფერი, უბრალოდ ალბათ არ დაიტოვა არაფერი სალაპარაკო, ეს იყო მისი განზრახვა. ვეტოს დადებით ფაქტიურად პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს ისეთი კონსტრუქციების მოწყობას მანიფესტაციების დროს, რომლებიც სხვა ადამიანებს უქმნის საფრთხეს, რომელიც ბლოკირებას ახდენს მაგალითად საწარმოების და ორგანიზაციების. ამით რასაკვირველია მან დაადასტურა მხარდაჭერა რადიკალური გეგმებისთვის, რომლის რისკის აღკვეთის მიზანს ისახავდა საკანონმდებლო ინიციატივა. მოტივაცია, რომელიც არის წარმოდგენილი, როგორც ჩანს, ემთხვევა ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი არასწორი მსჯელობის შინაარსს”, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა იმპიჩმენტის პროცედურამდე ერთი დღით ადრე, "შეკრებების და მანიფესტაციის შესახებ" კანონში შეტანილ ცვლილებებს ვეტო დაადო. მან, ასევე, ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხს მოაწერა ხელი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner