logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი იმპიჩმენტის განხილვის მოლოდინზე: ოპოზიციის მხრიდან ჩვენ ყოველთვის ველოდებით რადიკალიზმს
- +

18 ოქტომბერი. 2023. 11:54

 

 

პრეზიდენტის ქმედებებში არაადეკვატურობაზე საუბრობს ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი და აცხადებს, რომ პარლამენტში დღეს დაგეგმილი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას, სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ყველაფერია მოსალოდნელი.

 

დაგვემუქრა ისე, რომ წესით საიდან შემოვა შეიძლება ვეღარც გავარკვიოთ, ისეთი ადგილიდან შემოვიდეს, სულ რომ არ ველოდებით, ტრიბუნაზე ავიდეს მაშინ, როცა არ უნდა ავიდეს. არაადეკვატური გახდა სამწუხაროდ, თუმცა იმედი მაქვს, რომ თავის სუბიექტური ინტერესებიდან გამომდინარე მაინც იქნება ადეკვატური საქართველოს პარლამენტში,“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

პრეზიდენტის გადაწყვეტილებების არაადეკვატურობაზე საუბრისას მან ის გადაწყვეტილებაც მოიშველია, რომელიც ზურაბიშვილმა გუშინ მიიღო, როცა ვეტო დაადო „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს, როგორც კიდევ ერთ ანტიევროპულ კანონს.

 

პრეზიდენტი თავის თავს აღარ ეკუთვნის სამწუხაროდ და შესაბამისად, რაზეც ეტყვიან ვეტო დაადეო, ვეტოს დაადებს, რაზეც ეტყვიან ხელი არ მოაწეროო, არ მოაწერს... ვეტოც ამის მომასწავებელია. იქ სადაც საუბარია დადასტურებულად, უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგის შემდეგ ნანახ ვიდეოჩანაწერებში, როგორ ემზადებოდნენ და სავარაუდოდ ალბათ ახლაც ემზადებიან არეულობისა და რევოლუციისათვის და ამას სამწუხაროდ აფინანსებენ უცხოური ძალები, ამის მიუხედავად, პრეზიდენტს ეს არ აინტერესებს. ის ზუსტად ჩაჯდა იმ ნარატივში, რაც აქვს „ნაციონალურ მოძრაობას,“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

რაც შეეხება იმას, თუ რა მოლოდინები აქვს მას ოპოზიციის მხრიდან და რა შედეგებით დასრულდება პროცედურა, მაჭარაშვილი ამბობს, რომ ოპონენტებისაგან რადიკალიზმს ელოდება.

 

ოპოზიციის მხრიდან ჩვენ ყოველთვის ველოდებით რადიკალიზმს. ნებისმიერ შემთხვევაში, პრეზიდენტი მოვა, მინისტრი მოვა, თუ ნებისმიერი ვინმე მოვა, მით უმეტეს ის პრეზიდენტი, რომელიც მათ ნარატივში ზის, რა თქმა უნდა, ამას გამოიყენებენ იმისთვის, რომ იხმაურონ, ისაუბრონ იმ თემებზე, რომლებიც მათ აწყობთ - არეულობაზე და ასე შემდგომ,“ - განაცხადა დეპუტატმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner