„თვეებით ადრე ხომ არ გვეცოდინებოდა, რომ სალომე ზურაბიშვილი დაარღვევდა კონსტიტუციას, მოახდენდა ამის დემონსტრირებას, იტყოდა, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს, ჩვენ მომავალში უნდა გაგვეთვალა და გვეთქვა კიკილაშვილისთვის, შემოიტანე დოკუმენტები, აგირჩევთ და სანაცვლოდ მამაშენმა მხარი დაუჭიროს, სიმართლესო თან?, ასეთ სისულელეს იჯერებთ?“ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, კიკილაშვილმა დოკუმენტები თვეებით ადრე შეიტანა, დოკუმენტებმა იურიდიული ექსპერტიზა გაიარა და მმართველი გუნდის მოწონება თვეებით ადრე დაიმსახურა.
„როდესაც კიკილაშვილის, თუ საბჭოს სხვა წევრების კანდიდატურები შემოვიდა, წინასწარ ვინმემ ვიცოდით, რომ ასე დემონსტრაციულად, არაერთგზის, სალომე ზურაბიშვილი დაარღვევდა კონსტიტუციას, ამის შემდეგ აღიძვრებოდა იმპიჩმენტის საკითხი, ამის შემდეგ გადაწყვეტდნენ მოსამართლეები იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებულ განზრახ დარღვევას პრეზიდენტის მიერ და მათ შორის იქნებოდა კიკილაშვილი? ანუ, მაშინ, ჩვენ წინასწარ განზრახვით, რომ სალომე ზურაბიშვილი დაარღვევდა კონსტიტუციას, შემოვატანინეთ კიკილაშვილს, იმიტომ, რომ წინასწარ ვიცოდით, რომ დაარღვევდა და შემდეგ მოგვიწევდა იმპიჩმენტის საკითხის აღძვრა და ამ დარღვევაზე სწორი რეაგირება უნდა ქონოდა მის მამას? ადამიანმა თვეებით ადრე შემოიტანა დოკუმენტები, მოწონება დაიმსახურა თვეებით ადრე, კივილ-წივილი რომ არ აგეტეხათ ყველას ერთად, წინა შემთხვევაში უკვე დამტკიცებული იქნებოდა, მან მოწონება უკვე დამსახურებული ქონდა და რა მნიშვნელობა აქვს, როდის იქნებოდა კენჭისყრა? თან იქნებოდა მაშინ, როდესაც 85-ე წევრი გვეყოლებოდა, დამთხვევა კი არ არის, მოხდა სოსიაშვილის შემოყვანა და უფლებამოსილების ცნობა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.