„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალური ქსელის მეშვეობით საქართველოს სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს მიმართავს:
„რა დონის სულმდაბალი ხარ, უჩა ნანუაშვილო, რომ სასჯელაღსრულების სამინისტროს თანამშრომლების პროფესიულ დღეს ავრცელებ დაუზუსტებელ ინფორმაციებს და კიდევ ერთხელ ანახებ საზოგადოებას, რომ ხარ ბოღმის ბუკეტი. შენი უწყება ნეპოტიზმისა და თანამშრომლების მიმართ განხორციელებული დევნით გამოირჩევა, ხოლო ციხეებში არსებული პროგრესი და წინსვლა თავად აშშ-ის, ევროკავშირის და ევროსაბჭოს მოხსენებებშია აღნიშნული", - წერს მჟავანაძე.