"ორი დღეა ქალბატონმა პრეზიდენტმა მაინც ვერ გაიაზრა თავისი უფლებამოსილებები და სტატუსი. დღემდე ჯიუტად ცდილობს, თავისი ამალით წარსდგეს პარლამენტში" - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
"ჯერ 22 კაციანი თანამშრომლების სია მოგვაწოდა, შემდეგ, ახლა ორი დღეა გვევაჭრება დიპლომატების მოწვევა, მეზობლები, მეგობრები. რა უნდა ამ ქალბატონს, მაინც ვერ გავიგე. კარგია რომ დღეს დაესწრება, კიდევ ერთხელ განვუმარტავთ, რომ ეს არის პარლამენტი, რომ ის არის პრეზიდენტი საპარლამენტო რესპუბლიკაში. მისი უფლებამოვალეობები და უფლებამოსილებები კონსტიტუციით არის დადგენილი" - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ცნობისთვის, სალიმე ზურაბიშვილს სურდა, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლები პარლამენტში, იმ სხდომაზე მიეწვია, სადაც მისი იმპიჩმენტის საკითხი უნდა განიხილონ.