logo_geo
eng_logo
რომეო მიქაუტაძემ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის 95 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო
- +

18 ოქტომბერი. 2023. 12:26

 

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის 95 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. მისასალმებელ სიტყვაში, მან მიულოცა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს ეს მნიშვნელოვანი თარიღი და ხაზი გაუსვა აღნიშნული ფაკულტეტის მნიშვნელობას ქვეყნის ენერგეტიკის განვითარებაში.

 

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია და სტუმრები ენერგეტიკის სექტორიდან. 

 

მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, მნიშვნელოვანია ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე სწავლების განსაკუთრებულად მაღალი ხარისხი, რადგან ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული სექტორი, ძირითადად, ამ ფაკულტეტის მთავარი დამსაქმებელია.

 

„ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები რეგულარულად გადიან სტაჟირებას საქართველოს ენერგეტიკულ კომპანიებში და სწავლის დასრულების შემდეგ, იქვე საქმდებიან. ჩვენ ვგეგმავთ სტაჟირების პროგრამის მეტ განვითარებას, რაც უფრო მეტ წარჩინებულ სტუდენტს მისცემს სწავლის დასრულების შემდეგ სექტორში დასაქმების შესაძლებლობას“, - განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.

 

მინისტრის პირველი მოადგილის შეფასებით, ენერგეტიკა ნებისმიერი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საფუძველია და მისი თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას და საწარმოო-ტექნოლოგიური პროცესების ეფექტურობას განაპირობებს, რაც წარმოუდგენელია სექტორში კვალიფიციური კადრების გარეშე.

 

„ამიტომ ჩვენი სამინისტრო ყოველთვის გვერდში დაუდგება ენერგეტიკის უმაღლეს და პროფესიულ სკოლას როგორც მატერიალურ-ტექნიკური, ისე საკადრო რესურსებით უზრუნველყოფის კუთხით“, - განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ. 

 

რომეო მიქაუტაძე და სხვა სტუმრები ასევე გაეცნენ ენერგეტიკის ფაკულტეტის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით პროცესს, სასწავლო-კვლევით ლაბორატორიებსა და ფაკულტეტის სამომავლო განვითარების სტრატეგიას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner