logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: თქვენ პატარა კაცები უწოდეთ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩაგენაცვლნენ ბილბორდებზე იმიტომ, რომ არავის უნდოდით პრეზიდენტად არც პირველ და არც მეორე ტურში
- +

18 ოქტომბერი. 2023. 12:53

 

 

სალომე ზურაბიშვილი სულ უფრო ხშირად არღვევს ეთიკის წესებს და აკეთებს განცხადებებს, რომლებიც აბსოლუტურად გაცდენილია ზრდილობას. მინდა შეგახსენოთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ხალხის მიერ არჩეული დეპუტატების მიმართ სალომე ზურაბიშვილმა გამოიყენა სიტყვები „პატარა კაცები“. მე მინდა შეგახსენოთ, რომ ამ ქალბატონს პატარა კაცი გვარამიასთვისაც კი არ უწოდებია თავის დროზე, როდესაც ის მას რეზიდენტად მოიხსენიებდა. უფრო მეტიც, მერე ეს კაცი შეიწყალა. ეს მართლა პატარა კაცი ამ ქალბატონმა შეიწყალა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

 

ამით ხომ კარგად ჩანს რაშია საქმე და სად არის ეს ადამიანი პოლიტიკურად. სადაც არ შეიძლება ღირსეული ქართველის ყოფნა, კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“, იქ არის ზუსტად სალომე ზურაბიშვილი. თქვენ პატარა კაცები უწოდეთ იმ ადამიანებს, რომლებმაც თქვენი პრეზიდენტობა უზრუნველყვეს, ჩაგენაცვლნენ ბილბორდებზე იმიტომ, რომ არავის არ უნდოდით პრეზიდენტად არც პირველ და არც მეორე ტურში. ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ გამხდარიყავით პრეზიდენტი, პატივი ვეცით თქვენი წინაპრების წარსულს, სხვადასხვა გარემოებას, რომელზეც აღარ მინდა დეტალურად ვისაუბრო და დღეს სადაც ხართ კი ვხედავთ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner