logo_geo
eng_logo
„გლობალური შიმშილის ინდექსის“ 2023 წლის მაჩვენებლით საქართველო საუკეთესო შედეგით პირველ ოცეულში მოხვდა
- +

18 ოქტომბერი. 2023. 12:33

 

 

„გლობალური შიმშილის ინდექსის“ 2023 წლის მაჩვენებელი საქართველოსთვის 5%-ზე ნაკლებია, რაც საუკეთესო შედეგია და ამ მონაცემებით, ქვეყანა პირველ ოცეულში მოხვდა.

 

აღსანიშნავია, რომ „გლობალური შიმშილის ინდექსის“ მონაცემები, წელს, მსოფლიოს მასშტაბით, 125 ქვეყანაში შეფასდა. დოკუმენტის მიხედვით, 125 ქვეყანას შორის საქართველო რეიტინგში, პირველ ოცეულშია. საქართველოსთან ერთად, პირველ ოცეულში,  შედიან: ლიეტუა, ლატვია, უნგრეთი, თურქეთი და ა.შ.

 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში, შიმშილის ინდექსის მაჩვენებელი ყოველწლიურად უმჯობესდება, რაც სიღარიბის დაძლევის და დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სერვისების გაძლიერების შედეგია. 

 

„მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა გლობალური შიმშილის ინდექსის გაუმჯებესების კუთხით საქართველოში.  ეს შედეგი, იმ კომპლექსური ღონისძიებების შედეგია, რაც გასული რამდენიმე წლის განმავლობაში, ქვეყანაში განხორციელდა - გაიზარდა ბავშვთა სოციალური გასაცემელის ოდენობა და მათი მოცვის ჯგუფები, გაუმჯობესდა დედათა და ბავშვთა მომსახურებები და სხვა“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

„შიმშილის გლობალური ინდექსით“ გლობალურად, ქვეყნებისა და რეგიონების მიხედვით, შიმშილის მაჩვენებლები იზომება. კვლევას ევროპული არასამთავრობო ორგანიზაციები,  ერთ-ერთი უმსხვილესი ირლანდიური ჰუმანიტარული ორგანიზაცია Concern Worldwide გერმანული საერთაშორისო ორგანიზაცია Welthungerhilfe აწარმოებენ. კვლევაში ასევე ვკითხულობთ, რომ საქართველო უსწრებს ყველა მეზობელ და პოსტსაბჭოთა ქვეყანას

 

2021  წლიდან, მთავრობის გადაწყვეტილებით, სოციალური დახმარების პროგრამა ბავშვების საჭიროებებზე კიდევ უფრო მეტად მორგებული გახდა. 2021 წელს სოციალურად დაუცველ ბავშვთა ფულადი დახმარება გაორმაგდა და გახდა 100 ლარი, 2022 წელს ბავშვთა დახმარება შეადგენდა 150 ლარს, მიმდინარე წლის ივლისიდან კი 200 ლარს. პროგრამის ბიუჯეტი ნახევარ მილიარდამდე ლარს შეადგენს.

https://www.globalhungerindex.org/ranking.html?fbclid=IwAR0BlulDZ6E4pQu96r37_ZIC_plgYnpL_h9HSqB5NDbZGHl4K3e8aBQGbc4

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner