logo_geo
eng_logo
გოჩა ენუქიძე: ჩემი მიზანი სოციალურად დაუცველ ოჯახებზე ზრუნვაა
- +

ავტორი ანა ფერაძე

9 სექტემბერი. 2016. 13:22



„ქართული ოცნების" მაჟრიტარობის კანდიდატმა რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში გოჩა ენუქიძემ „რეპორტიორთან" საუბრისას განაცხადა, რომ  მისი გამარჯვების შემთხვევაში მთავარი საზრუნავი იმ რეგიონების განვითარება იქნება, სადაც კენჭს იყრის. ენუქიძემ ასევე აღნიშნა, რომ მოსახლეობას მიეცემა საკუთარი ბიზნეს-იდეების განხორციელების შანსი.


„გასულ წლებში ჩვენი რეგიონის წინაშე მდგარი არაერთი საჭირბოროტო საკითხის მოგვარება შევძელით. ახლა ჩვენი მთავარი საზრუნავი უფრო სწრაფი განვითარება და თითოეულ თქვენგანზე ორიენტირებული პოლიტიკის განხორციელებაა. მაქვს სურვილი, ჩემი რვაწლიანი გამოცდილებით აქტიური როლი ვითამაშო რაჭის, ლეჩხუმისა და სვანეთის განვითარების მომდევნო ეტაპზე. ჩვენი პოლიტიკური ძალის მიზანია ამ რაიონების კეთილდღეობა და სოციალურად დაუცველ ოჯახებზე ზრუნვა, ინფრასტრუქტურის განვითარება, უმუშევრობის პრობლემის გადაჭრა, მიგრაციის პროცესის შეჩერება, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის დარგების განვითარება, რასაც „ქართული ოცნება" ამ 4 წლის განმავლობაში გეგმაზომიერად უკვე ახორციელებს.

 

რაც შეეხება სამომავლო გეგემებს. დაიწყება   „დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამა", რომლის  მიზანია, ფინანსური დახმარებით, მოსახლეობას მისცეს უნიკალური შანსი, განახორციელონ სიახლეზე ორიენტირებული ბიზნეს-იდეები და დაიწყონ საკუთარი ბიზნესი.

 

პროგრამის განხორციელების პირველ ეტაპზე, სახელმწიფო 11 მილიონ ლარს გამოყოფს, რომლითაც ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სტარტაპები დაფინანსდება.  „ქართული ოცნების" წარმატებულ პროგრამას კიდევ ერთი ახალი საწარმო შეემატება - შპს „იწის წყალი", რომელიც ამბროლაურში წყლის ჩამომსხმელი ახალი კომპანიის შექმნას ითვალისწინებს", - განაცხადა ენუქიძემ.


აქვე მაჟორიტარობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ მოხდება რამდენიმე სოფლის, მათ შორის მუხლის, ქვემო და ზემო ბარების გზების რეაბილიტაციაც, ასევე სოფელ ნიკორწმინდას ცენტრის რეაბილიტაცია.


„პროექტის ფარგლებში, მოხდება რამდენიმე სოფლის, მათ შორის მუხლის, ქვემო და ზემო ბარების გზების რეაბილიტაციაც. პროექტის სავარაუდო ღირებულება 3,5 მილიონი ლარია, მისი დასრულება კი 2-3 წელიწადში იგეგმება. ასევე, დაგეგმილია ნიკორწმინდას ცენტრში, მოედანზე მდებარე შენობების რეაბილიტაციის, ავტოსადგომისა და ცენტრის საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის პროექტი. მოეწყობა ტროტუარები, რომელიც ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის", - აღნიშნა გოჩა ენუქიძემ.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner