logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: გარკვეული ეჭვები ჩვენ ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიის პროცესში გაგვიჩნდა. ამაზე სერიოზული განხილვა იყო, მაშინ უხერხულობები შეგვიქმნა ქალბატონი სალომეს განცხადებებმა. ერთი განცხადება ეხებოდა ომს
- +

18 ოქტომბერი. 2023. 13:07

 

 

გარკვეული ეჭვები ჩვენ ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიის პროცესში გაგვიჩნდა. ამაზე სერიოზული განხილვა იყო, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დამემოწმებიან უბრალოდ იქ გადაწყვეტილების გადასინჯვის რესურსიც არ იყო. მაშინ უხერხულობები შეგვიქმნა ქალბატონი სალომეს განცხადებებმა საარჩევნო კამპანიის პროცესში“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რითაც „გირჩის“ ლიდერის იაგო ხვიჩიას კითხვას უპასუხა.

 

ხვიჩიამ ირაკლი კობახიძეს კითხვით მიმართა, რატომ დაასახელა თავის დროზე „ქართულმა ოცნებამ“ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად.

 

მაშინ გახსოვთ, პირველად ხდებოდა ისე, რომ პარტიის წარდგენის გარეშე უნდა არჩეულიყო საქართველოს პრეზიდენტი და პატივი ვეცით საქართველოს კონსტიტუციას არა მხოლოდ ფორმალურად, არამედ მატერიალური თვალსაზრისითაც. იყო დამოუკიდებელი კანდიდატი - სალომე ზურაბიშვილი, არ ვამბობ, რომ წინასწარი კონსულტაციები არ იყო, გარკვეული წინასწარი კონსულტაციები იყო, მაგრამ ჩვენ ეს პროცესი წარვმართეთ ასე, ჩვენი პირდაპირი ჩარევის გარეშე. რაც შეეხება არგუმენტებს, კრიტერიუმებს, ესეც გახსოვთ - წინაპრები, ფრანგული წარსული, დიასპორა, ქალი პრეზიდენტი და რეალურად დამოუკიდებელი კანდიდატი. ეს იყო არგუმენტები. ჩვენ არ გვინდოდა, რომ პრეზიდენტად ყოფილიყო „ქართული ოცნების“ სახე ამ თანამდებობაზე. გვქონდა მოლოდინი, რომ ის სათანადოდ დაიკავებდა ამ თანამდებობას და წარმართავდა საპრეზიდენტო საქმიანობას. იმასაც არ დაგიმალავთ, რომ გარკვეული ეჭვები ჩვენ ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიის პროცესში გაგვიჩნდა. ამაზე სერიოზული განხილვა იყო, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დამემოწმებიან უბრალოდ იქ გადაწყვეტილების გადასინჯვის რესურსიც არ იყო. მაშინ უხერხულობები შეგვიქმნა ქალბატონი სალომეს განცხადებებმა საარჩევნო კამპანიის პროცესში. ერთი განცხადება ეხებოდა ომს, რაზეც წინასწარი კონსულტაციები მქონდა მე პირადად. დაგვპირდა, რომ სხვანაირად იტყოდა რაღაცებს და მერე სხვანაირად თქვა. ამას მოჰყვა მერე მეორე განცხადება 8 აგვისტოს მემორიალზე, თუმცა საქმე იქამდე იყო მისული, რომ ალტერნატივაც არ არსებობდა, მითუმეტეს მეორე ტურში. რაც შეეხება მეორე ტურში ამ ტერმინს - „პრინციპულ არჩევანს“, შეგახსენებთ რას უკავშირდებოდა პრინციპული არჩევანი. პრინციპული არჩევანი იყო არა სალომე ზურაბიშვილის არჩევა, არამედ ხმის მიცემა დამნაშავე კოლექტიური ძალის, „ნაცმოძრაობის“ გაძლიერების წინააღმდეგ. ეს იყო მოტივაცია მაშინ. გვქონდა იმედი, რომ სალომე ზურაბიშვილი ღირსეულად გაუძღვებოდა იმ საქმეს, რომელიც ჩაბარდა, მაგრამ ხდება ასეთი რაღაცები. სამწუხაროდ, მან იმედები არ გაამართლა. ის პირდაპირ შევიდა ალიანსში სწორედ იმ პოლიტიკურ ძალასთან, ვის წინააღმდეგაც მისცეს მას ხმა მეორე ტურში. შეიწყალა კრიმინალები, რისიც ეშინოდა მის ამომრჩეველს და ამის შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ სალომე ზურაბიშვილმა იმედები არ გაამართლა“, - აღნიშნა კობახიძემ.

 

პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა დაიწყო. სხდომას ესწრება თავად სალომე ზურაბიშვილი. ამ წუთებში საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში სიტყვით გამოდის წარდგინების ავტორი, ირაკლი კობახიძე.

 

საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია. ეს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებასთან დაკავშირებით 2023 წლის 16 ოქტომბერს გამოაცხადა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner