„პრეზიდენტი ამ დარღვევებით უპირისპირდებოდა არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციასა და კონსტიტუციის წესრიგს, არამედ - ევროინტეგრაციის ინტერესს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
„დღეს საქართველოს პრეზიდენტი არის ალიანსში კოლექტიური „ნაცმოძრაობასთან“ და იცით, რა სულისკვეთებით მოქმედებს ეს პოლიტიკური ძალა. მათ არ სურთ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და იგივე სულისკვეთებით მოქმედებს სალომე ზურაბიშვილი. ეს იყო ის დრო, როდესაც ჩვენ რეაგირება უნდა მოგვეხდინა მისი მხრიდან კონსტიტუციის უხეშ დარღვევაზე“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა დაიწყო. სხდომას ესწრება თავად სალომე ზურაბიშვილი. ამ წუთებში საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში სიტყვით გამოდის წარდგინების ავტორი, ირაკლი კობახიძე.
საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია. ეს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებასთან დაკავშირებით 2023 წლის 16 ოქტომბერს გამოაცხადა.