logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე პრეზიდენტს: მე სხვის დავალებებს არ ვიღებდი და არც არასდროს მივიღებ - ამას ვეტყვი საკუთარ შვილებს და მათ თავს დავიფიცებ, რომ ეს ასე იქნება სულ
- +

18 ოქტომბერი. 2023. 13:49

 

 

ქალბატონო სალომე, შემიძლია მოგილოცოთ - „ნაციონალური მოძრაობის“ ერთადერთ კამპანიაში არ იყავით ჩართული და დღეს იმაშიც ჩაერთეთ, რასაც შვილების ბულინგი კამპანია ჰქვია“, - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა მიმდინარეობს.

 

რას ეტყვითო თქვენს შვილებსო - ამ რიტორიკულ კითხვაზე პასუხს გაგცემთ: მე პირადად ვეტყვი, როგორც მწამდა და მჯეროდა, იმას ვაკეთებდი პირადად პოლიტიკაში. მე სხვის დავალებებს არ ვიღებდი და არც არასდროს მივიღებ - ამას ვეტყვი საკუთარ შვილებს, მათ თავს დავიფიცებ, რომ ეს ასე იქნება სულ. ჩვენი თითოეული გუნდის წევრი არავის დავალებას არ მიიღებს“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

 

პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა დაიწყო. სხდომას ესწრება თავად სალომე ზურაბიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner