logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე სალომე ზურაბიშვილს: შემიძლია მოგილოცოთ, „ნაცმოძრაობის“ ერთადერთ კამპანიაში არ იყავით ჩართული და დღეს იმაშიც ჩაერთეთ, რასაც შვილების ბულინგის კამპანია ჰქვია
- +

18 ოქტომბერი. 2023. 14:15

 

 

„ქალბატონო სალომე, შემიძლია მოგილოცოთ, „ნაცმოძრაობის“ ერთადერთ კამპანიაში არ იყავით ჩართული და დღეს იმაშიც ჩაერთეთ, რასაც შვილების ბულინგის კამპანია ჰქვია“, - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

 

„რას ეტყვითო თქვენს შვილებს, თქვენს რიტორიკულ თუ არარიტორიკულ კითხვაზე პასუხს გაგცემთ. მე პირადად ვეტყვი, როგორც მწამდა და მჯეროდა, იმას ვაკეთებდი მთელი ცხოვრება პოლიტიკაში და სხვის დავალებებს არ ვიღებდი, არ მიმიღია და არც მივიღებ არასდროს. ამას ვეტყვი საკუთარ შვილებს, ეს ასე იქნება სულ და ამას გააკეთებს ჩვენი გუნდის თითოეული წევრი. არავის დავალებას არ მიიღებს, ამას ვეტყვით ჩვენ შვილებს და მინდა, ეს პირადად თქვენ კარგად იცოდეთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner