„მთავარი საზრუნავი ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებაა, დამასანქცირებენ თუ არა, ამაზე საერთოდ არ ვფიქრობ“, - ასე გამოეხმაურა მედიასთან თბილისის მერი ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, თითქოს უკრაინა კახა კალაძის დასანქცირებას აპირებს.
„ვიცით, რომ მგულშემატკივრობთ და ჩემ გამო ნერვიულობთ. მინდა, დაგამშვიდოთ, არაფერი სანერვიულო არ არის, მე თავად არ ვნერვიულობ ამაზე, ამიტომ ჩემზე არ იდარდოთ, ჩემს თავს როგორმე მივხედავ. სხვა პრიორიტეტებია ქვეყანაში. ხედავთ, მსოფლიოში რა ხდება, რამხელა უბედურება ტრიალებს. ჩვენი მთავარი საზრუნავი მშვიდობის შენარჩუნებაა. დამასანქცირებენ თუ არა, არ ვფიქრობ ამაზე და თქვენც ნუ ინერვიულებთ, ჩემს ქონებას მე თვითონ მივხედავ“, - განაცხადა კახა კალაძემ მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ.