logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე პრეზიდენტის გამოსვლაზე: ზურაბიშვილობიდან სამადაშვილობამდე მართლაცდა ერთი ნაბიჯი ყოფილა
- +

18 ოქტომბერი. 2023. 14:51

 

 

სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში გამოსვლა შეაფასა სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრმა ზურაბ ქადაგიძემ და აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა სახელმწიფოსადმი დამოკიდებულებაში საკუთარი თავი ამხილა.

 

„დეპუტატების კითხვებს, მათ შორის ოპოზიციისას, სალომე ზურაბიშვილმა არ უპასუხა. ეს დამოკიდებულება იმ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას უსვამს ხაზს, რაც ზურაბიშვილს აქვს სახელმწიფოს მიმართ.

 

ზურაბიშვილობიდან სამადაშვილობამდე მართლაცდა ერთი ნაბიჯი ყოფილა. მისი დაწერილ-დაზუთხული ტექსტი ისეთი საცოდაობა იყო და მსხვერპლად წარმოჩენის უსუსური მცდელობა, რომ საკუთარ ადმინისტრაციას უკითხოს, ჯობია, მას თანაგრძნობას არავინ გამოუცხადებს საზოგადოებაში. მოკლედ, წილი საბოლოოდ ნაყარია - კოლექტიურ ნაცმოძრაობას კიდევ ერთი უსამშობლო შეემატა!“ - წერს ზურაბ ქადაგიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner