logo_geo
eng_logo
მაკა ბოჭორიშვილი პრეზიდენტს: როდესაც ცდილობთ, რომ კონსტიტუციის დარღვევა გაამართლოთ საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლით, მაინტერესებს, რატომ არ გქონდათ იგივე მცდელობები შარშან, როდესაც საქართველო უსამართლოდ დაისაჯა?
- +

18 ოქტომბერი. 2023. 14:38

 

 

ის, რასაც თქვენ აქ აჟღერებთ არ რჩება მხოლოდ ამ ქვეყანაში, ეს მესიჯები ისმის გარეთაც და ეს ნამდვილად აზიანებს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს“, - ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს სესიაზე, სადაც მისი იმპიჩმენტის პროცედურა მიმდინარეობს.

 

ქალბატონო პრეზიდენტი, თქვენ არაერთხელ გამოიყენეთ საპარლამენტო ტრიბუნა და 26 მაისს, მე ვიტყოდი, პრეზიდენტის ტრიბუნაც, ქართველი ხალხის შეურაცხყოფისთვის. ის, რასაც თქვენ აქ აჟღერებთ არ რჩება მხოლოდ ამ ქვეყანაში, ეს მესიჯები ისმის გარეთაც და ეს ნამდვილად აზიანებს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. როდესაც თქვენ ცდილობთ, რომ კონსტიტუციის დარღვევა გაამართლოთ საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლით მე მაინტერესებს, რატომ არ გქონდათ იგივე მცდელობები გასულ წელს, როდესაც საქართველო, მე ვფიქრობ, უსამართლოდ დაისაჯა და უსამართლოდ არ მიიღო უკრაინისა და მოლდოვასგან განსხვავებით კანდიდატის სტატუსი? რატომ არ უზრუნველყავით ეს, თუ კი ეს შეგეძლოთ, შარშან?,- აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

 

პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა დაიწყო.სხდომას ესწრება თავად სალომე ზურაბიშვილი.

 

საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია. ეს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებასთან დაკავშირებით 2023 წლის 16 ოქტომბერს გამოაცხადა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner