„ვეტო იქნება ძალიან მარტივად დაძლეული, ვინაიდან მეორე მხარის არგუმენტები არ ყოფილა, შესაბამისად, კანონი საჭიროა იმისთვის, რომ საზოგადოებრივი წესრიგი უზრუნველყოს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.
„ზურაბიშვილი სიტყვიერადაც ერთი ერთში იმეორებს „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივს, რაც არის კიდევ ერთი დასტური, რომ „ნაცების“ წარმომადგენელია ფაქტობრივად. მოტივირებულ შენიშვნებს, ცხადია არანაირი მოტივირებული გზავნილი არ ჰქონია. არგუმენტები არ წარმოუდგენია პრეზიდენტს. მხოლოდ აღქმებზე დაფუძნებულ ცრუ ნარატივსა და დეზინფორმაციას აგრძელებს. რასაკვირველია, ვეტო იქნება ძალიან მარტივად დაძლეული, ვინაიდან მეორე მხარის არგუმენტები არ ყოფილა, შესაბამისად, კანონი საჭიროა იმისთვის, რომ საზოგადოებრივი წესრიგი უზრუნველყოს“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.
პრეზიდენტმა „შეკრებებისა და მენიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს ვეტო გუშინ დაადო.