ღაზის სექტორში აცხადებენ, რომ ისრაელის არმიამ ალ-აჰლის საავადმყოფო დაბომბვამდე ოთხი დღით ადრე გააფრთხილა, ევაკუაცია განეხორციელებინა.
ღაზის სექტორის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, იუსეფ აბუ ალ-რიში ამბობს, რომ 14 ოქტომბერს საავადმყოფოს ტერიტორიაზე ორი ჭურვი ჩავარდა, მომდევნო დღეს კი ისრაელის თავდაცვის ძალებიდან დაუკავშირდნენ საავადმყოფოს მმართველს, დოქტორ მაჰერ აიადს და გააკრიტიკეს, რომ ობიექტიდან ევაკუაცია არ განახორციელა.
„საავადმყოფოს მენეჯერს უთხრეს, გუშინ ორი ჭურვით გაგაფრთხილეს, მაშ, რატომ არ გახვედით საავადმყოფოდან ამ წუთამდე?“ – თქვა იუსეფ აბუ ალ-რიშმა.