„ორი დღეა პრეზიდენტი გვევაჭრება. ჯერ 21-კაციანი სია გადმოაგზავნეს სტაფის, შემდეგ დიპლომატები უნდოდა მოეწვია, მეზობლები, მეგობრები. ვერ გაიაზრა, რომ ეს არის პარლამენტი. ეს არ არის პრეზიდენტის სასახლე. იქ შეუძლია ვინც უნდა ის მოიწვიოს“, - ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
„ჩვენ უბრალოდ კეთილი ნება გამოვხატეთ და ვთქვით, რომ თუ მას აქვს სურვილი, მობრძანდეს. შეგვეძლო, არ მოგვეწვია. საკონსტიტუციო სასამართლოში წარმომადგენლები რომ გაუშვა, თუ ასე უნდოდა, სიტყვით გამოსულიყო, თავი დაეცვა და აეხსნა, იქ მიბრძანებულიყო, საქართველოში იმყოფებოდა. ეს არ იკადრა და ახლა პარლამენტში უნდა, რომ ადვოკატებით მოვიდეს. ამ შოუში ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.