„გამოდის, რომ პრეზიდენტი მხარს უჭერს რეალურად იმ მდგომარეობას, როდესაც არ იქნება აკრძალული ისეთი კონსტრუქციების განთავსება აქციებზე და დემონსტრაციების დროს, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანებს, ან ხელს უშლის რომელიმე ორგანიზაციას ფუნქციონირებაში და ა.შ.“, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.
„პრეზიდენტი თავად ხვდება, რომ მისი მიზანია მხოლოდ პოლიტიკური მოტივებით დემონსტრირება მოახდინოს წინააღმდეგობრივი დამოკიდებულების, შინაარსობრივი რაიმე კონკრეტული არგუმენტი კანონპროექტთან [„შეკრებებისა და მენიფესტაციების შესახებ“] დაკავშირებით მას არ აქვს. ასეთ პირობებში, გამოდის, რომ პრეზიდენტი მხარს უჭერს რეალურად იმ მდგომარეობას, როდესაც არ იქნება აკრძალული ისეთი კონსტრუქციების განთავსება აქციებზე და დემონსტრაციების დროს, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანებს, ან ხელს უშლის რომელიმე ორგანიზაციას ფუნქციონირებაში და ა.შ.“, - აღნიშნა სარჯველაძემ.
პრეზიდენტმა „შეკრებებისა და მენიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს ვეტო გუშინ დაადო.