logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძე: მივაღწიეთ, რომ უფულობის გამო ადამიანი ქუჩაში აღარ იღუპება
- +

9 სექტემბერი. 2016. 13:27



„ჯანდაცვა სწრაფად განვითარებადი და მუდმივად განახლებადი დარგია, ამიტომ ამ პროგრამას სჭირდება განახლება და უფრო მეტი მიზნობრიობა",- ამის შესახებ „რეპორტიორს" ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ განუცხადა. 


ხუდანძის განცხადებით, ოქტომბერში, მცხეთაში იხსნება ახალი კლინიკა, რომელიც 500 ათას ადამიანს მოემსახურება.


„საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმა მაშტაბური და ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია.  დღესდღეობით პრობლემები არის ის, რომ კორპორატიული დაზღვევით მოსარგებლეები, რომლებიც გადმოდიან კერძო სადაზღვეო კომპანიების მომსახურეობიდან ისინი იღებენ მინიმალურ ანუ საწყის პაკეტს, რომელიც გულისხმობს მხოლოდ  სასწრაფო გადაუდებელი შემთხვევების უზრუნველყოფას, ამის კორექცია მიმდინარეობს. გვსურს, რომ მათაც მიიღონ სრული პაკეტი. ჩვენ მივაღწიეთ, რომ უფულობის გამო ადამიანი ქუჩაში აღარ იღუპება, მაგრამ საჭიროა ვიზრუნოთ ხარისხობრივ მაჩვენებლებზე. კომიტეტი მუშაობდა პირველადი ჯანდაცვის რეფორმირებაზე.  აუცილებლად უნდა გააქტიურდეს ეს რგოლი, რომ მოხდეს დაავადების ადრეული დიაგნოსტიკა, პრევენცია და საჭიროების შემთხვევაში სტაციონარს მიმართოს.

 

ევროპული სტანდარტით, 20% მიმართავს სტაციონარს, ხოლო 80 % მიმართავს პირველად ჯანდაცვას. ჩვენთან ეს ბალანსი დარღვეულია. ხელმისაწვდომობა მიღწეულია, ხარისხობრივი მაჩვენებლები უნდა გაიზარდოს.

 

გარკვეულ ეტაპზე, რა თქმა უნდა, არ არის კლინიკების დეფიციტი, მაგრამ რეგიონებში უნდა განვითარდეს. ოქტომბრის ბოლოსთვის იხსნება მცხეთაში რეგიონალური მნიშვნელობის პირველი კატეგორიის კლინიკა, რომელიც მოემსახურება დაახლოებით 500 ათას მოქალაქეს. აღნიშნულ კლინიკაში იქნება რამდენიმე მიმართულება - ბავშვთა რეამინაცია, ონკოლოგიური განყოფილება, კარდიოლოგია და ა.შ. კლინიკა იქნება უახლესი აპარატურით აღჭურვილი  და ეს იქნება ერთ-ერთი მაგალითი, რომ ინფრასტრუქტურის კუთხითც ვითარდება საავადმყოფოები",- განაცხადა ხუნდაძემ. 


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner