logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: პარადოქსია, რომ არცერთ ოპოზიციონერს არ უსაუბრია იმპიჩმენტთან დაკავშირებით, თუ რატომ არ დაარღვია პრეზიდენტმა კონსტიტუცია - ამ არგუმენტების ნაცვლად, ილაპარაკეს ყველაფერზე
- +

18 ოქტომბერი. 2023. 16:26

 

 

ძალიან სამწუხაროა, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი არ ესწრება მასთან დაკავშირებულ განხილვას. თავად მოუწოდა ნაცებს, [არ დასწრებოდნენ სხდომას] რომლებსაც არ ენდო, ვაითუ ხმა გაეპაროთ ჩემი იმპიჩმენტის მხარდასაჭერადო, მაგრამ თავადაც არ დაესწრო ამ სხდომას“, - ამის შესახებ ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავენ.

 

ეს შემთხვევითი არ არის. არ ნდობა გამომდინარეობს ერთ-ერთი ვერსიიდან - საერთო დავალების მიმცემების პოზიციიდან, რომლებიც გეგმავენ, რომ სალომე ზურაბიშვილისგან, გიორგი გახარიასგან და სხვებისგან გამოიყვანონ ე.წ. მესამე ძალა და ამით ქართული საზოგადოება მოატყუონ. ხომ არ არის ეს ყველაფერი, რასაც აკეთებენ ამ დიდი გეგმის შემადგენელი ნაწილი და რასაც ბატონ ვოლსკი ბრძანებდა, - ხომ არ არის ეს საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულების რაღაც ნაწილი. ეს გამართლდება თუ არა შემდეგი პროცესები გვაჩვენებს.

 

პარადოქსია, რომ არცერთ ოპოზიციონერ დეპუტატს არ ულაპარაკია იმ სსაკითხთან დაკავშირებით რასაც განვიხილავთ. არ მოუტანიათ არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ შეიძლება ნდობა გამოეცხადებინა მთავრობას სალომე ზურაბიშვილისთვის, რომელიც აცხადებდა, რომ არც შარშან და არც წელს ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს. არცერთი არგუმენტი ასევე არ ყოფილა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ დაარღვია სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს კონსტიტუცია. ასეთი არგუმენტების ნაცვლად ილაპარაკეს ყველაფერზე, იკადრეს ყველაფერი“, - განაცხადა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner