პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხმა პარლამენტში საკმარისი რაოდენობის ხმები ვერ დააგროვა.
სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს მხარი 86 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი 1 წავიდა.
საპარლამენტო ოპოზიციის დიდი ნაწილი იმპიჩმენტის განხილვას არ ესწრებოდა. მათ არც კენჭისყრაში მიუღიათ მონაწილეობა.
საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია - ეს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებასთან დაკავშირებით 2023 წლის 16 ოქტომბერს გამოაცხადა.