თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ადასტურებს, რომ გორის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწედ დაინიშნება:
„ჩვენი თანაგუნდელი ილია მეტრეველი არჩეულ იქნა საკრებულოს თავმჯდომარედ. ჩემი ვარაუდით, მას ჩემზე უკეთესი მრჩეველი არ ეყოლება. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი საქმე გასაკეთებელი ქალაქში. ხშირად ისმის კრიტიკა, რომ ქვეყანაში არაფორმალური მმართველობაა. არ მინდა, დახმარება გავუწიო არაფორმალური სტატუსით, ამიტომ დავთანხმდი ილია მეტრეველის წინადადებას", - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.