logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: მარგველაშვილს ყველაზე დიდ შეცდომად ვთვლი
- +

9 სექტემბერი. 2016. 13:29



ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, ზუგდიდში რეგიონული მედიის ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილი „ჯერ კიდევ საკუთარ თავთან გარკვევის პროცესშია" და ეს პრობლემა მან „ვერ გაითვალისწინა".



მარგველაშვილს ყველაზე დიდ შეცდომად ვთვლი და მე ამისთვის ბოდიშიც მოვუხადე საზოგადოებას. არ მინახავს ჯერ, ამ ასაკის კაცი დიამეტრალურად, თინეიჯერის დონეზე იცვლიდეს ხასიათს", - განაცხადა ივანიშვილმა.



ექს-პრემიერმა საქართველოს პრეზიდენტი, რესპუბლიკურ პარტიაზე საუბრის კონტექსტშიც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში გადასვლის კრიტიკის გარეშე დატოვება, არ შეიძლებოდა.



რესპუბლიკელებს" არ აქვთ ინტელექტუალური რესურსი იმაზე მეტი, რომ სახელმწიფოზე იფიქრონ. მთელ რესურსს ახმარენ საკუთარ პარტიას. ამის მაგალითს ვიტყვი. როდესაც მარგველაშვილი გამოვიდა ოფისიდან და შევიდა სააკაშვილის სასახლეში, სანამ ტელევიზიით გამოვიდოდი, მანამდე მქონდა უსუფაშვილთან შეხვედრა და მას არგუმენტიც კი არ დარჩა, რომ კრიტიკის გარეშე არ შეიძლებოდა ამის ესე გაშვება, რადგან ეს კაცი უკანონოდ შევიდა ამ სასახლეში, იყენებს ექვსჯერ მეტ ტერიტორიას, რაც ჭირდება და წელიწადში ხარჯავს დამატებით დაახლოებით 10 მილიონ ლარს მოსახლეობის ფულს. უსუფაშვილი გამოვიდა საჯაროდ და გააპრავა იმის გამო, რომ ის ეძებდა დამატებით რესურსს მარგველაშვილის სახით. როგორი რესურსი მიიღო, კი ვნახეთ. ამით დათვური სამსახური გაუწიეს მარგველაშვილსაც და თავისი თავი გაინულა, როგორც პოლიტიკოსმა. დავით ბერძენიშვილი, რომელიც არის ყველაზე გავლენიანი ფიგურა ამ პარტიაში, ამაყობდა იმით, რომ არ აკრიტიკებს მარგველაშვილს, რადგან არ უნდა, დააკნინოს პრეზიდენტის ინსტიტუტი. ისინი მარგველაშვილის რესურსის გამოყენებას ცდილობდნენ, თუმცა მარგველაშვილს თვითონ ვერ გაურკვევია, რა უნდა და მათაც ვერაფრით დაეხმარა, პირიქით - უკან მოუტრიალდათ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner