ირაკლი კობახიძემ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე მოვლენები შეაფასა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა „ნაცმოძრაობის“ ყოფილ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას „უთავმოყვარეო“ უწოდა.
„უთავმოყვარეო კაცია. ფაქტობრივად გაგდებულია პარტიიდან და მაინც ჯიუტად არ ტოვებს „ნაციონალურ მოძრაობას“. ხაბეიშვილთან რომ წააგებ არჩევნებს და მერე ისევ იმ პარტიაში დარჩები, რა თავმოყვარეობაზე არის საუბარი? არასერიოზული კაცია“, - განაცხადა კობახიძემ.