logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: ამ გაავებული დედაკაცის მამამ თავის დროზე ქუთაისის ქარხანა გაძარცვა, ჯართში ჩააბარა, დედა უტირა!
- +

18 ოქტომბერი. 2023. 19:03

 

 

„გელათი საქართველო არ არი, ყურადღებას რომ არ აქცევთო? შე სპეციალურად გაავებულო დედაკაცო, გელათიც საქართველოა და ქუთაისის ავტოქარხანაც საქართველო იყო, მაგრამ მამაშენმა დედა მოუტ...ნა, რათა?“ - ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი პარლამენტის წევრ ანა ნაცვლიშვილს სოციალურ ქსელში მიმართავს.

 

„ამ გაავებული დედაკაცის მამამ, კოტიტა თითებს რომ უქნევს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს, ამუნათებს და ლამის მთელ საქართველოს ტუქსავს, თავის დროზე ქუთაისის ქარხანა გაძარცვა, ჯართში ჩააბარა, დედა უტირა!

 

ამ გაავებული დედაკაცის მამა, იმის გამო, რომ ქუთაისის ავტოქარხანა გაძარცვა, ჯართში ჩააბარა და ფულები სახლში წაიღო, მიშა სააკაშვილმა წაიჭირა, ღამის 3 საათზე მილიონები მიატანინა და პანჩურიც ამოარტყა!

 

ამ გაავებული დედაკაცის მამა მოსკოვებში გაიქცა, თავს უშველა, ემანდ სააკაშვილს სადმე ფეხებში არ გავებლანდო და კიდე მილიონები არ მიმატანინოსო.

 

გაიგონეთ?

 

სანამ სააკაშვილი ტახტრევანზე იჯდა და ქალებს ძუძუებს აჭამდა, ამ გაავებული დედაკაცის მამა ოჯახით მოსკოვებში იმალებოდა, ფაქტობრივად რუსეთმა დააპურა და უპატრონა!

 

ჰოდა, ეს გაავებული დედაკაცი, რომელიც დღეს გელათზე მოსთქვამს და „ქართული ოცნების“ წევრებს რუსეთუმეობას აბრალებს, რუსეთის გადარჩენილი და გამოზრდილია... იცით, რატომ აქვს აკვიატებული რუსეთი? იმიტომ, რომ დაკომპლექსებულია, შინაგანად აწუხებს და ცდილობს, სანამ რამეს წამოაძახებენ, იქით შეუტიოს... როგორც ჩანს, ვიღაცამ ასწავლა, საუკეთესო თავდაცვა თავდასხმააო.

 

თან უყურეთ!

 

სულ ქართველი ხალხის სახელით ლაპარაკობს, იმუქრება, იქ პრემიერ-მინისტრზე იძახის, რომ კორუმპირებულია, აქ დეპუტატებს დაჰკივის, რომ ფულის მეტი არაფერი აინტერესებთ... ისევ გარკვეულ კომპლექსთან გვაქვს საქმე - ამ შემთხვევაშიც ეშინია, ვინმემ არ წამოაძახოს, კორუმპირებული შენი ოჯახი და მამაშენიაო... რაც შეეხება ქართველი ხალხის სახელით ლაპარაკს, ამით თავის სახალხოობასა და ქვეყნის ჭირისუფლობას უსვამს ხაზს, მომავალი წლის ამ დროს საპარლამენტო არჩევნებია, კიდე უნდა, კიდე 4 წელიწადი უნდა გვიქნიოს კოტიტა თითები, კიდე უნდა იბაირამოს ჩვენს გადასახადებზე.

 

ამიტომაც არი!

 

ვითომ გელათი სტკივა, ვითომ მშიერი ბავშვების ბედი აწუხებს, ვითომ გაჭირვებულ პედაგოგებს გულშემატკივრობს, ვითომ შოვის ტრაგედია არ აძლევს მოსვენებას (არადა, საერთოდ არ ჩასულა შოვში!), ვითომ ისა, ვითომ ესა და... ვერც კი გრძნობს, როგორი ყალბია.

 

*****

რა, გელათი საქართველო არ არი, ყურადღებას რომ არ აქცევთო?

 

შე სპეციალურად გაავებულო დედაკაცო, გელათიც საქართველოა და ქუთაისის ავტოქარხანაც საქართველო იყო, მაგრამ მამაშენმა დედა მოუტ...ნა, რათა?

 

ჰა, რათა-მეთქი?

 

უპასუხე ქართველ ხალხსა!“ - წერს გელა ზედელაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner