"დავესწარით აშშ-ის ელჩის მიღებას. გვქონდა საუბარი, შეხვედრა. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ახალი ელჩის პირობებში სერიოზულად გაღრმავდება პარტნიორობა საქართველოსა და აშშ-ს შორის," - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
გვაქვს ოპტიმიზმის ძალიან მყარი საფუძველი და ველოდებით მჭიდრო თანამშრომლობას ახალ ელჩთან. სიღრმეში ვერ შევალთ, მაგრამ გვაქვს ყველანაირი საფუძველი, რომ ოპტიმისტურად ვიყოთ განწყობილი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებასთან დაკაშირებით და დარწმუნებული ვარ, რომ ასე იქნება. ჩვენი მხრიდან გაკეთდება ყველაფერი, რათა ახალ ელჩთან შედგეს მჭიდრო თანამშრომლობა, რაც არის აუცილებელი, რომ გაღრმავდეს ჩვენი მჭიდრო პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.