logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ოპოზიციას არ მოუტანია არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ შეიძლებოდა საქართველოს მთავრობას ნდობა გამოეცხადებინა სალომე ზურაბიშვილისთვის
- +

18 ოქტომბერი. 2023. 20:10

"პარადოქსია, რომ არც ერთ ოპოზიციონერ დეპუტატს დღეს არ ულაპარაკია და არც ერთი სიტყვა არ უთქვამს იმ საკითხთან დაკავშირებით, რასაც განვიხილავთ. არ მოუტანია არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ შეიძლებოდა საქართველოს მთავრობას ნდობა გამოეცხადებინა სალომე ზურაბიშვილისთვის, რომელიც აცხადებდა, რომ შარშან არ ვიმსახურებდით და არც წელს ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს," - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ დღეს პლენარულ სხდომაზე, სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავდნენ.

 

 

მისი თქმით, ოპოზიციამ ყველაფერზე ისაუბრა, გარდა იმ არგუმენტებისა, რომ პრეზიდენტს კონსტიტუცია არ დაურღვევია.

 

 

ჩვენმა ოპოზიციონერმა კოლეგამ ნაცვლიშვილმა იკადრა ყველაფერი. ყველაფერზე. სადაც საქართველოს პროგრესი აქვს, ილაპარაკა ნეგატიურ კონტექსტში. ეს მარტო ხელისუფლების პროგრესი ხომ არ არის ეს ხომ ქვეყნის მიღწევაა. პატივცემულო ოპოზიციონერო დეპუტატებო, იმ ბინძურ მეთოდებზე ხომ არ ილაპარაკებდით რამაც ერთ დროს კარგები ცუდები გახადა და რასაც ვერ გაუძლეს იმ ადამიანებმა. შემდეგ განსაჯოს ქართულმა საზოგადოებამ ვის როგორ და რა საფუძვლებით დაუჭერს მხარს და დაგრჩებათ თუ არა ის მცირე მომხრეებიც კი, რაც კიდევ შემოგრჩენიათ“, -განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

მან დღევანდელი დღის ყველაზე დიდი ტყუილი და პარადოქსი უწოდა ხატია დეკანოიძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ოპოზიცია არ იზიარებდა სალომე ზურაბიშვილის პოზიციას ომთან დაკავშირებით.

 

 

„ერთი შეხედვით მართალია, რომ არ გითქვამთ ვეთანხმებითო, მაგრამ მხარი დაუჭირეთ რეზოლუციას, სადაც ის ეწერა, რაც სალომე ზურაბიშვილმა თქვა. მაშინ ჩვენ კიდევ ვიმედოვნებდით, რომ ეს იყო შეცდომა, წამოცდენა და სხვა, იმიტომ, რომ უკვე შესულები ვიყავით ერთ მდინარეში და აღარ ვიკადრეთ იქიდან გამოსვლა. მართლა პატივი ვეცით ჩვენს ემიგრანტებს, ძალიან სიმბოლურ დატვირთვას ამ მიმართულებით. პატივი ვეცით წინაპრებს, პატივი ვეცით უდიდეს სიმბოლიზმს, მათ შორის იმ ისტორიულ გადაწყვეტილებას, როდესაც შესაძლებელი ხდებოდა საქართველოს ჰყოლოდა ქალი პრეზიდენტი. ასეთი პოზიტიური ალეგორიები და პოზიტიური მოლოდინები იყო. და ამ დროს მოახერხა სალომე ზურაბიშვილმა ერთი ერთში ილაპარაკოს ნაცმოძრაობის დავალებული მესიჯბოქსით. დღეს ამ ყველაფრის ფონზე, ესენი ერთ დღეს არ გამოტოვებენ რომ რამდენიმე ასეული შემთხვევა არ იყოს რუსეთის და პუტინის ხსენებისა საქართველოს ხელისუფლების მიმართ დაბრალების კონტექსტში. და კიდევ ჩვენ გველაპარაკებით პიარულად კარგად დალაგებული ტექსტით, რომ ქართველი ხალხი რაღაცებს არ დაივიწყებს. სინამდვილეში მთელ ამ ამბავში მთავარი ის არის, რომ ქართველი ხალხი არასდროს დაივიწყებს იმ ბოროტებას და ღალატს რაც თავს დაატყდა ნაცმოძრაობის სახით“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner