logo_geo
eng_logo
ნათია თურნავა: სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადიანობის 4 წელზე გაზრდა მოსახლეობის ფინანსებზე ხელმისაწვდომობას გააუმჯობესებს
- +

18 ოქტომბერი. 2023. 20:11

"იმის გათვალისწინებით, რომ არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების 2022 წელს დაფიქსირებული მაღალი ზრდის მაჩვენებელი შემცირებულია, ხოლო აქტივობა მდგრად დონეზე ნარჩუნდება, მიმდინარე წლის 1-ლი ნოემბრიდან ამ ტიპის სესხების მაქსიმალური ვადის ლიმიტი 3 წლიდან კვლავ 4 წლამდე გაიზრდება," - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ სებ-ის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა.

 

 

მისივე თქმით, კომიტეტი დარწმუნებულია, რომ ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს და გააუმჯობესებს მოსახლეობის ფინანსებზე ხელმისაწვდომობას.

 

 

„საკრედიტო აქტივობის დინამიკისა და გაცხადებული პოლიტიკის შესაბამისად, სებ-ის გადაწყვეტილებით, არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადიანობა 4 წლამდე გაიზრდება. გამომდინარე იქიდან, რომ ამ ეტაპზე, ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელზე დაბალია, ხოლო არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად შემცირებულია, შესაძლებელი გახდა სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადიანობის კვლავინდებურად 4 წლამდე გაზრდა. აღსანიშნავია, რომ საკრედიტო რისკების კუთხით, ოთხწლიანი მაქსიმალური ვადიანობა სავსებით ჯანსაღია“, - აღნიშნა თურნავამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner