logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: დღეს საპარლამენტო უმრავლესობამ სალომე ზურაბიშვილს პოლიტიკური ვერდიქტი გამოუტანა - მან მილიონ ორასი ათასი ამომრჩევლის მანდატი გაცვალა რამდენიმე „ნაციონალის“ მანდატში
- +

18 ოქტომბერი. 2023. 23:24

"დღეს მოვისმინეთ ის, რაზეც სალომე ზურაბიშვილი ესაუბრება ევროპელ ლიდერებს, დღეს ის პირდაპირ პარლამენტის ტრიბუნიდან ელაპარაკებოდა ევროპელ ლიდერებს," - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

 

მისი თქმით, დღეს საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტს პოლიტიკური ვერდიქტი გამოუტანა.

 

 

„ჩვენ რა გვგონია, ის რომ აქ საუბრობს ეს პარლამენტის კედლებს არ სცდება, ევროპელ ლიდერებთან არ ჩადის? დღეს რაც მან ისაუბრა, რაც აკადრა საკონსტიტუციო სასამართლოს, კონკრეტულ მოსამართლეებს, როდესაც მათ ოჯახის წევრებს შეეხო, ამით არ ესაუბრება ევროპელ ლიდერებს? რა თქმა უნდა, დღეს პირდაპირ პარლამენტის ტრიბუნიდან ელაპარაკებოდა ევროპელ ლიდერებს. საერთო ჯამში, ჩვენ რაც მივიღეთ ამ ორი დღის განმავლობაში არის ორი რამ: 1 ეს არის სამართლებრივი ვერდიქტი, რომელიც 16 ოქტომბერს დაიდო და რომელმაც თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილის უზურპირებას ახდენდა ხელისუფლების, ანუ მთავრობის კომპეტენციის მითვისებას ახდენა, ამას ცდილობდა. ეს სასამართლოს მიერ დადასტურდა. 2. პარლამენტმა მიიღო დღეს პოლიტიკური ვერდიქტი, მართალია ტექნიკურად საკმარისი ხმები არ არის, მაგრამ დღეს საპარლამენტო უმრავლესობამ, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის ამომრჩევლების უმრავლესობის წარმომადგენელი და შესაბამისად ჩვენი ქვეყნის ამომრჩევლების უმრავლესობამ სალომე ზურაბიშვილს პოლიტიკური ვერდიქტი გამოუტანა. სალომე ზურაბიშვილმა მილიონ ორასი ათასი ამომრჩევლის მანდატი გაცვალა რამდენიმე ნაციონალის მანდატში“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner