logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: დღეს საქართველოს პარლამენტის ტრიბუნასთან იდგა ადამიანი, რომელიც საფრანგეთის მეფის, ლუი მეთოთხმეტის პათოსით გვეუბნებოდა: სახელმწიფო ვარ მე
- +

18 ოქტომბერი. 2023. 23:25

"დღეს საქართველოს პარლამენტის ტრიბუნასთან იდგა ადამიანი, რომელიც მე-17 საუკუნის საფრანგეთის მეფის, ლუი მეთოთხმეტის პათოსით გვეუბნებოდა, რომ სახელმწიფო არის არა კონსტიტუცია, არა პარლამენტი, არა მთავრობა, არა სასამართლო, არა ხალხი, არამედ ამბობდა: სახელმწიფო ვარ მე", - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ეს არის დემოკრატიის იდეის უპატივცემულობა.

 

 

„არ ვიცი რით არის ეს განპირობებული, მაგრამ აბსოლუტური უპატივცემულობა გამოავლინა [პრეზიდენტმა], მათ შორის დღესაც, პარლამენტის მიმართ, როდესაც უარი თქვა პასუხი გაეცა კითხვებზე. ეს კითხვები დეპუტატების კითხვები კი არ არის. პარლამენტში სხედან ქართველი ხალხის მიერ არჩეული ადამიანები, ქართველი ხალხის წარმომადგენლები. ეს კითხვები პარლამენტის სხდომათა დარბაზში ისმება ქართველი ხალხის სახელით და პასუხები ეცემა ქართველი ხალხის მიერ დასმულ კითხვებს. დღეს საქართველოს პრეზიდენტმა უარი განაცხადა ქართველი ხალხის კითხვებზე გაეცა პასუხი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner