logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: დღეს სალომე ზურაბიშვილისგან მოვისმინეთ პირდაპირ შვილებზე შეტევა, რაც ის ნიშაა, რითაც „ნაციონალური მოძრაობა“ გამოირჩევა
- +

18 ოქტომბერი. 2023. 23:26

"დღეს სალომე ზურაბიშვილისგან მოვისმინეთ პირდაპირ შვილებზე შეტევა, პოლიტიკოსების თუ მოსამართლის შვილებზე, რაც ის ნიშაა, რითაც „ნაციონალური მოძრაობა“ გამოირჩევა," - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

 

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი, თავად იყო შვილებზე თავდასხმის მსხვერპლი, დღეს კი ის სხვის შვილებს დაესხა თავს.

 

 

„თუ დააკვირდებით ფერიცვალებას ზოგიერთ ადამიანში, რომელიც შეიცვლის თავის პოლიტიკურ შეხედულებებს და აღმოჩნდება „ნაციონალური მოძრაობის“ ბანაკში, პირდაპირ ეტყობათ ეს რიტორიკაში. ყველაზე განმასხვავებელი და დამახასიათებელი ნიშანი „ნაციონალური მოძრაობის“ არის ოჯახის წევრებზე შეტევა. დღეს სალომე ზურაბიშვილისგან მოვისმინეთ პირდაპირ შვილებზე შეტევა, პოლიტიკოსების თუ მოსამართლის შვილებზე შეტევა, რაც ის ნიშაა, რითაც „ნაციონალური მოძრაობა“ გამოირჩევა. სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც თავად იყო შვილებზე თავდასხმის ასე ვთქვათ, მსხვერპლი, დღეს ის რისი მსხვერპლიც თავად იყო, შემოატრიალა და სხვის შვილებს დაესხა თავს. მგონია, ეს არის ის მომენტი, როდესაც ჩანს, როგორ არის უკუსვლა ადამიანური ღირებულებების“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner