logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: მთავარი, რაც პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს, მორალური ავტორიტეტია. სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილმა სწორედ ეს მორალური ავტორიტეტი გაფანტა
- +

18 ოქტომბერი. 2023. 23:37

"პრეზიდენტმა თავისი არჩევანი გააკეთა. მან 1,2 მილიონი ამომრჩევლის ლეგიტიმაცია გაცვლა რამდენიმე „ნაციონალის“ ლეგიტიმაციაში და ამ ლეგიტიმაციით გააგრძელებს ამის შემდეგ თავის პოზიციაზე ყოფნას," - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სალომე ზურაბიშვილი უნდა დაემორჩილოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას ვიზიტებთან დაკავშირებით, ვინაიდან სხვა შემთხვევაში ის პანდორას ყუთს გახსნის.

 

 

მისივე თქმით, დღეს გაფორმდა ანტიქართული კოალიცია, რომელიც ცდილობს დაანგრიოს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, სალომე ზურაბიშვილი კი ყველა კონსტიტუციურ ორგანოს თავს ესხმის. პაპუაშვილს მიაჩნია, რომ ეს გარკვეული ჯგუფის მიერ წარმოებული მიზანმიმართული პოლიტიკაა, რომელიც ძირს უთხრის კონსტიტუციურ ორგანოებს.

 

 

„სინამდვილეში, მთავარი, რაც პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს, მორალური ავტორიტეტია, რომელიც მან აბსოლუტურად გაფლანგა, გაფანტა და დღეს საბოლოოდ დაკარგა საკუთარი ამომრჩევლის თვალში. როდესაც მორალური ავტორიტეტი არ აქვს პრეზიდენტს, მისი შესაძლო უფლებამოსილებები უკვე შეზღუდულია. თუ შევხედავთ პრეზიდენტებს საპარლამენტო რესპუბლიკებში, ეს [ინსტიტუტი] ყოველთვის მორალურ ავტორიტეტზე დგას და, სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილმა სწორედ ეს მორალური ავტორიტეტი გაფანტა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner