logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: თუ სალომე ზურაბიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დაემორჩილება, ამით უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებს ნებისმიერ უცხოელ აქტორს - მოველით, რომ ჩვენი პარტნიორები ამ გადაწყვეტილებას პატივს სცემენ
- +

18 ოქტომბერი. 2023. 23:38

"ის უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებს ნებისმიერ უცხოელ აქტორს, რომელთანაც ის შეეცდება რომ ვიზიტი შეათანხმოს, "- ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ წამყვანის შეკითხვას - რა მოხდება თუ პრეზიდენტი არ დაემორჩილება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას?

 

 

„აქამდე ჩვენი პარტნიორები იტყოდნენ, რომ ჩვენ თქვენს კონსტიტუციაში ვერ ვერკვევით, თქვას საკონსტიტუციო სასამართლომ - აქვს თუ არა უფლება რომ მან ეს ვიზიტი განახორციელოს. 16 ოქტომბრის შემდგეგ ეს არის ცხადი და ჩვენ მოველით, რომ ჩვენი პარტნიორები ამ გადაწყვეტილებას პატივს სცემენ. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ურთიერთპატივისცემაზე, უპირველეს ყოვლისა ჩვენი სახელმწიფოს პატივისცემაზე ვსაუბრობთ. ჩვენი ხაჭაპური და ხინკალი რომ ვინმეს მოსწონს, ასე მოსწონდა საბჭოთა კავშირის წამყვან რესპუბლიკა რუსეთს 70 წელი ხინკალი და ხაჭაპური. იმიტომ კი არ გვინდა ჩვენ ვიყოთ ნაწილი დამოუკიდებელი ქვეყნების ერთობისა, იმიტომ გვინდოდა დამოუკიდებლობა, რომ გვქონოდა ჩვენი სახელმწიფო და კონსტიტუცია და იმიტომ გვინდა ვიყოთ დამოუკიდებელი, თავისუფალი ერების ნაწილი, რომ პატივი სცენ ჩვენს კონსტიტუციას და ჩვენს სახელმწიფოს. ეს არის მოლოდინი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner