logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: სამწუხაროდ, განსხვავებული აზრის ავტორებმა ვერ გამიჯნეს საკუთარი კომპეტენცია პარლამენტის კომპეტენციისგან
- +

18 ოქტომბერი. 2023. 23:59

შალვა პაპუაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლეების მოსაზრება შეაფასა. ამ თემაზე პარლამენტის თავმჯდომარემ გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.

 

 

„სამწუხაროდ, განსხვავებული აზრის ავტორებმა ვერ გამიჯნეს საკუთარი კომპეტენცია პარლამენტის კომპეტენციისგან და იქ განვითარებულია აზრი იმასთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა აიწონოს იმპიჩმენტის მიზანშეწონილობა. ეს არანაირად არ არის სასამართლოს კომპეტენცია. პირიქით, ეს არის შემოჭრა ჩვენს უფლებამოსილებაში. როცა არის უფლებამოსილებების გამიჯვნა, ეს გამიჯვნა იმას კი არ ნიშნავს, რომ მხოლოდ პარლამენტმა უნდა შეიკავოს თავი სასამართლო ხელისუფლებაში ჩარევისგან. პირიქითაც არის - არც სასამართლო ხელისუფლებას აქვს უფლება ხალხის მიერ არჩეული საკანონმდებლო ორგანოს კომპეტენციაში შემოიჭრას. სასამართლო ადგენს სამართლებრივ ნაწილს - დაირღვა თუ არა კონსტიტუცია. არის თუ არა ეს დარღვევა იმპიჩმენტის ღირსი, ამას უკვე ვადგენთ ჩვენ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

 

მისივე თქმით, პრეზიდენტი ვალდებულია აღიაროს საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა და ნებისმიერ მრჩეველს, რომელიც არ ურჩევს მას, რომ ეს გადაწყვეტილება აღიაროს, საქართველოსთვის სიკეთე არ უნდა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner