ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რეგიონულ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ჩვენი არჩევანი ევროპაა და საქართველოს სხვა ალტერნატივა არ აქვს.
„საქართველოს არ აქვს ალტერნატივა არც ერთ შემთხვევაში და მითუმეტეს, ნუ აქვთ ეჭვი. ჩვენ ევროპელები ვართ. რუსეთმა ჯერ თვითონ უნდა გამოკვეთოს, რა სურვილი აქვს. ძალიან დიდი სახელმწიფოა და მე არ მინდა, არც დადებით და არც უარყოფით კონტექსტში რაიმე მინიშნება გავაკეთო. ჩვენ ურთიერთობები უნდა დავალაგოთ, ჩვენი ძმები დავიბრუნოთ. ჩვენი ერთადერთი არჩევანი არის ევროპა. არ აქვს ალტერნატივა ევროპას. ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაც შეიძლება სწრაფად ევროკავშირის წევრი უნდა გავხდეთ. ჩვენ უნდა დავაფუძნოთ ევროპული ღირებულებები. ჩვენ განუხრელად უნდა ვისწრაფოდეთ იქით, რომ ევროპელებს მოუნდეთ ჩვენთან თანაცხოვრობა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.