logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: დღეს საქართველო ამასაც მოესწრო, რამდენიმე ევროპარლამენტარმა განგვიმარტა ქართული კონსტიტუცია და გითხრა, ვინ დაარღვია და ვინ - არა
- +

19 ოქტომბერი. 2023. 00:01

"დღეს საქართველო ამასაც მოესწრო, სალომე ზურაბიშვილის სიტყვებს გავიმეორებ, რომ რამდენიმე ევროპარლამენტარმა განგვიმარტა ქართული კონსტიტუცია და გითხრა, ვინ დაარღვია და ვინ - არა. აქამდეც მივედით და ქვეყნის შიგნით ამ ევროპარლამენტარებს მიმდევრები ჰყავთ, რომლებიც უჯერებენ მათ და მათთვის ავტორიტეტი არის რომელიღაც ევროპარლამენტარი, რომელიც განმარტავს ქართულ კონსტიტუციას," - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

 

მისი თქმით, უმრავლესობის ოპონენტებს, ქართველობა და ევროპელობა შეუთავსებელი ჰგონიათ.

 

 

„ისინი ფიქრობენ, რომ ქართული კონსტიტუცია, ქართული მართლწესრიგი ყველაფერი მეორეხარისხოვანია იმასთან შედარებით, რას იტყვის ესა თუ ის პოლიტიკოსი. ჩვენ ევროკავშირის წევრობა ხომ არ გვინდა როგორც რაღაც ამორფულ, უსახურ ქვეყანას, რომელიც იქნება აწყობილი მარტო ევრორეგულაციებზე. არც ევროკავშირს არ სჭირდება ისეთი ქვეყანა, რომელიც სტერილურია საკუთარი იდენტობისგან. ჩვენ ევროკავშირი გვინდა ჩვენი კონსტიტუციით და ევროკავშირს ვუნდივართ ჩვენი კონსტიტუციითა და ადათ-წესებით“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner