logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძის: უნდა დავივიწყოთ პრაქტიკა, როდესაც შეიძლება ვინმემ თქვას, რომ მას შეუძლია გადააბიჯოს საქართველოს კონსტიტუციას
- +

19 ოქტომბერი. 2023. 00:08

რა მოიგო ქვეყანამ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესით - "ღამის კურიერის" ამ კითხვას, მმართველი გუნდის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ უპასუხა.

 

 

მისი განცხადებით, ქვეყანაში უნდა დამთავრდეს კონსტიტუციისადმი დაუმორჩილებლობის პრაქტიკა.

 

 

"ქვეყანამ მოიგო ის, რომ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავივიწყოთ პრაქტიკა, როდესაც რაიმე მიზანშეწონილობის გამო, შეიძლება ვინმემ თქვას, რომ მე შემიძლია გადავაბიჯო საქართველოს კონსტიტუციას; როდესაც ვინმეს უფლება აქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ილაპარაკოს, არ დაემორჩილოს და თქვას - ეს მე არ მაინტერესებს იმიტომ, რომ მე ეს არ მომწონს, ან ხელსაყრელად არ მეჩვენება და ა.შ. ეს კულტურა უნდა დავამკვიდროთ და ეს არის ყველაზე მეტად ევროპული ნაბიჯი და სვლა, ეს მოიგო ქვეყანამ.

 

 

ამ შემთხვევაში, ნამდვილად არ არის ის მდგომარეობა, რომ რამეში გვჭირდებოდეს, ან ინტერესი გვქონდეს პრეზიდენტთან მიმართებაში უპირატესობის მოპოვების - არ არის ეს ჩვენი მიზანი, თუმცა როდესაც ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა, ამას რა თქმა უნდა, აქვს მნიშვნელობა იმიტომ, რომ საზოგადოებისთვისაც ყველაფერი გასაგები იყოს, ვინ რა პოზიციაზე დგას,"- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner